სპალეტი:“ ფაბრეგასის გუნდთან რთული მატჩი გველოდება, ჩემი მომავალი ?…“
იუვენტუსის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ კომოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„კალულუს დისკვალიფიკაციის გაუქმების მოთხოვნა ? ვფიქრობ, გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პიერ კალულუმ ორივე ყვითელი დაუმსახურებლად მიიღო და ის დისკვალიფიკაციას არ იმსახურებს.
„ბრემერი და დევიდი ? გლეისონი ხვალ ვერ ითამაშებს, დევიდი გამოძახებულია, მაგრამ მას 90 წუთი თამაში არ შეუძლია.
„ლოკატელისა და მაკკენის დასვენება ? მანუელს არანაირი გადაღლილობა არ ეტყობა, ის ენერგიული, მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსეა, მაკკენის გარეშე კი ძალიან გაგვიჭირდება. ჰოლმის ტრავმა, კალულუს დისკვალიფიკაცია და ბრემერის არყოფნა ისედაც რთულ სიტუაციაში გვაყენებს და ასეთ დროს მაკკენის მსგავსი ფეხბურთელის მოედანზე ყოფნა მნიშვნელოვანია.
„საუბარი გასახდელში გალათასარაისთან მატჩის შემდეგ ? არის რაღაც საკითხები, რომლებზე საუბარიც პრეს-კონფერენციაზე მართებული არ არის. გალათასარაისთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ჩვენ 3 ნაბიჯი გადავდგით უკან და გასახდელში სწორედ ამ ნაბიჯებზე ვისაუბრეთ, მეტის თქმა არ შემიძლია.
„რა უნდა ვქნათ გალათასარაისთან მატჩისგან განსხვავებით ? პირველ რიგში, ჩვენ 10 წუთში 2 ყვითელი არ უნდა მივიღოთ და მოედანზე 10 კაცით არ უნდა დავრჩეთ. ჩვენ მოედანზე უფრო ჭკვიანები უნდა ვიყოთ, მომენტები უკეთ შევაფასოთ, ჩვენი უპირატესობები გამოვიყენოთ და მეტოქეს სივრცეები არ უნდა მივცეთ.
„უმნიშვნელოვანესი 8 დღე ? დიახ, წინ 3 ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და მჯერა, რომ ჩვენ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ.
„კომო პაზის გარეშე ? კომო ძალიან ძლიერი, კარგად დაკომპლექტებული გუნდია და ერთი ფეხბურთელის არყოფნა მათზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს. ფაბრეგასის გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და წინ ძალიან კარგი შეხვედრა გველოდება.
„ჩემი მომავალი ? ამ მომენტისთვის ეს უმნიშვნელო საკითხია. მე მხოლოდ მინდა მინდორი, ბურთი და ბიჭები, რომლებიც მოტივირებულები არიან, მე ეს ყველაფერი მაქვს და ბედნიერი ვარ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
