სპალეტი დარწმუნებულია, რომ იუვენტუსის პრობლემა არა ტექნიკური, არამედ მენტალურია
Tuttosport-ის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტიმ დამიენ კომოლის შეხვედრის დროს დაუდასტურა, რომ იუვენტუსის ახლანდელი შემადგენლობის მაღალი ამბიციების სწამს.
წყაროს ცნობით, სპალეტი დარწმუნებულია, რომ გუნდს ტექნკური მახასიათებლებითა და ხარისხით მინიმუმ ოთხეულისთვის ბრძოლა შეუძლია, მაგრამ მთავარი პრობლემა მენტალობაა.
ლუჩიანო დიდი ალბათობით 3-მცველიან სქემაზე უარს იტყვის და კრემონეზესთან მატჩიდან მოყოლებული 4-მცველიან სქემაზე გადავა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
