TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ჩვენი ერთადერთი მიზანი დღეს გამარჯვებაა“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ სპორტინგთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ დღეს გამარჯვება გვჭირდება და ერთადერთი დამაკმაყოფილებელი შედეგი სწორედ 3 ქულა იქნება. ჩვენ მატჩის ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

„კრემონეზესთან მატჩი ? კრემონეზესთან ჩვენ მეტოქე გუნდის შეტევებს მარტივად ვუმკლავდებოდით, სპორტინგი კი უფრო სწრაფია და სივრცეების გამოყენება უკეთ გამოსდის, ამიტომ კომპაქტურობა უნდა შევინარჩუნოთ და ბურთს გავუფრთხილდეთ. აუცილებელია ენერგიის გამოზოგვაც, რომ ბურთთან ერთად შეტევისთვის ძალა გქონდეს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

107 views
error: დაცული კონტენტი !