TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ჩვენ ხვალინდელ მატჩში ყოველგვარი წნეხის გარეშე ვართ და საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ“

იუვენტუსის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ მონაკოსთან მატჩის წინ Sky Sport-თან ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან კარგ სიტუაციაში ვართ, მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული გვაქვს, ამიტომ ხვალინდელ მატჩში ყოველგვარი წნეხის გარეშე ვითამაშებთ და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

„რას ველოდები მონაკოსგან ? ისინი აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებენ. მონაკოს გამარჯვება სჭირდება, ამიტომ მათ იმის ფუფუნება არ აქვთ, პასიურად ითამაშონ. ეს ძალიან გახსნილი და კარგი შეხვედრა იქნება, რადგან რა თქმა უნდა, ჩვენ მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ და გვინდა, ამ ეტაპის ბოლო შეხვედრაში პოზიტიური შედეგი მოვიპოვოთ.

„როტაცია ? ცხადია, რომ სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. ჩვენ 2 დღის წინ ვითამაშეთ და 2 დღეში კიდევ ერთი თამაში გვაქვს. ეს შეხვედრა იქნება შანსი იმათთვის, ვისაც ბოლო პერიოდში ბევრი დრო არ მიეცათ.

„სასტარტო შემადგენლობა ? კოპმეინერსი ნახევარდაცვაში ითამაშებს, დაცვაში ბრემერსა და გატის შორის არჩევანის გაკეთება მომიწევს.

„დაიწყებს თუ არა ილდისი სასტარტოში ? ყველაფერს ვერ გეტყვით, იმის თქმა შემიძლია, რომ ოპენდა ძირითადში იქნება.“

error: დაცული კონტენტი !