TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:“ იტალია მოტივირებულია და საფრანგეთთან მატჩის არ ეშინია“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ საფრანგეთთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„გასულ დღეებში ბიჭებთან ერთად მუშაობამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად გაღიმების საშუალება მომცა.

„მე ბევრი კარგი რამ ვნახე, ტემპი, ვნება, მონდომება, თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დავტოვეთ, ამიტომ ახლა თითოეულ მატჩში და თითოეული მეტოქის წინააღმდეგ ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ თავდაჯერებულობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე დავკარგეთ.

„ვიცით, რომ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, მათი კონტრ-შეტევები მომაკვდინებელია. კილიან მბაპეს დონის ფეხბურთელებს მხოლოდ გუნდური თამაშით თუ შეაჩერებ.

„ეს უმაღლესი დონის მატჩი იქნება, თუმცა ჩვენ სწორედ ასეთ დონეზე თამაში გვინდა და მას არ შევუშინდებით.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ თითოეული ფეხბურთელისგან მე მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მოტივაციას მოვითხოვ.

„მიმართვა ქომაგებს ? ჩვენ ევროპის ჩემპიონატის წინ ბევრი ვისაუბრეთ, ახლა კი სიტყვების დრო ამოიწურა და ჩვენი შესაძლებლობები მოედანზე უნდა ვაჩვენოთ.“