TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კრემონეზესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„პოზიტიური სვლა ? ვფიქრობ, ჩვენ ბოლო კვირებში საგრძნობლად მოვუმატეთ, მაგრამ არის ასპექტები, რომლებზეც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში გარკვეული ასპექტები არა მეორეხარისხოვანი, არამედ პრიორიტეტი უნდა იყოს.

„მაგალითისთვის, დაკარგული ბურთის უმოკლეს დროში დაბრუნება. ეს არა მხოლოდ თავდაჯერებულობას გიბრუნებს, არამედ გაძლევს შეტევის გაგრძელებას იმ პოზიციიდან, სადაც ბურთი დაკარგე. ჩვენ უნდა ვიყოთ უკეთესები დუელების დროს, გადმოვარდნილ ბურთებზე. ჩვენ უკვე გვაქვს ხედვა, თუ რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

„როგორ შეხვედრას ველოდები ? ასეთ დონეზე მარტივი მატჩები არ არსებობს. ახლა კოპა იტალიისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები განახლდება და ჩვენ კიდევ უფრო დატვირთული გრაფიკი გვქენება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ მოედანზე უნდა გავიდეთ და გამარჯვებისკენ ვიაროთ, არა პირიქით.

„დევიდი ? მე მისგან ველოდები, რომ განვითარებას გააგრძელებს. ჯონათანი მატჩის მსვლელობისას ყოველთვის ძალიან ბევრს მოძრაობს, თანაგუნდელებთან საუბრობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მირეტი ? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ფაბიოს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

„ვარ თუ არა სწორ ადგილას, სწორ დროს ? როდესაც შედეგები პოზიტიურია, შენ მუშაობით განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, სწორედ ისინი ქმნიან სხვაობას. მე გამიმართლა, რომ ასეთი ძლიერი და ხარისხიანი ფეხბურთელები მყავს, ისინი ძალიან თავდამბლები, მონდომებულები არიან, იციან, როგორ შექმნან გუნდი, რადგან ინდივიდუალებით შორს ვერ წახვალ, შენ შეკრული გუნდი გჭირდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !