სპალეტი:“ დღევანდელ მატჩში გამარჯვება გვჭირდება“
იუვენტუსის მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პაფოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„დღევანდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი თავგადასავლის გასაგრძელებლად უმნიშვნელოვანესია. ჩვენ დღეს გამარჯვება გვჭირდება და სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ. მოედანზე უნდა გავიდეთ მოტივირებულები, თავდაჯერებულები და კარგი თამაში ვაჩვენოთ.
„ჟეგროვა ? ჩვენ მას უნდა მოვუფრთხილდეთ, ედონი ჯერჯერობით საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი სიტუაცია გამოსწორდა და სასტარტოში ყოფნა დაიმსახურა.
„დევიდი ? ის ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია, მაგრამ ზოგჯერ თავისი პოტენციალის ჩვენებას ვერ ახერხებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
