TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ჩვენ დღეს უნდა გავიმარჯვოთ, კიეზას ტრანსფერი ?…“

იუვენტუსის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ სასუოლოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„დევიდი სასტარტოში გაცუდებული 11-მეტრიანის შემდეგ ? ეს პენალტი არაფერს ცვლის. ჩვენ ყოველთვის გასახდელში ვწერთ სახელებს, თუ ვინ უნდა შეასრულოს 11-მეტრიანი, იმ დღეს სიაში ლოკატელი და ილდისი იყვნენ, თუმცა ბიჭები მოედანზე შეთანხმდნენ და შენ ამის შეცვლა არ შეგიძლია. დევიდს კარიერაში 26-27 11-მეტრიანი აქვს შესრულებული და თითქმის ყველა წარმატებით, ამიტომ ერთი გაცუდებული პენალტი ბევრ რამეს არ ცვლის.

„ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, დღეს ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ეს ნებისმიერ ფასად უნდა გავაკეთოთ.

„კიეზას შესაძლო ტრანსფერი ? მე გუნდის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო გეგმებზე შეხვედრა ჯერ არ მქონია, ამიტომ თქვენგან მიღებული ინფორმაციის გამო მადლობელი ვარ (იცინის, ავტ.).“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !