TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ჩემს ბიჭებს ბოლომდე ვენდობი და კარგი თამაშის მოლოდინში ვარ“

ლუჩიანო სპალეტიმ ბოდოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რთული სიტუაცია ? ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ ჩვენი ბედი საკუთარ ხელშია, ამიტომ უნდა გავიდეთ მოედანზე, ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. როდესაც ამას გავაანალიზებთ, ჩვენ ძლიერები ვიქნებით.

„ცვლილებები სასტარტოში ? ეს კიდევ ერთი გზაა იმის საჩვენებლად, რომ მე ჩემი ფეხბურთელების მიმართ სრული ნდობა მაქვს, დღეს მათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა აქვთ და მათგან კარგი თამაშის მოლოდინში ვარ.

„ჩვენ ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც დრიბლინგი და კაცის მოტყუება შეუძლია: ილდისი, კონსეისაუ, ჟეგროვა და სხვები, თუმცა მათი ერთად დაყენებით ჩვენ ბალანსს ვკარგავთ. დღეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და ბიჭებმა იციან, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !