TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:” ბრემერს გაცილებით მეტი შეუძლია, აჯიჩი ჩემთვის ხელშეუხებელია”

ლუჩიანო სპალეტიმ კალიარისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ? ჩვენი პრიორიტეტი და კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არის ხანგრძლივი გეგმები და ამბიციები, მაგრამ ახლა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი კალიარი, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა იქნება.

„ბრემერი ? მისი დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ, მისი ფიზიკური კონდიციები დღითი დღე უმჯობესდება. არის ტრავმების კატეგორია, რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენენ, მაგრამ გლეისონმა ყველა სირთულე გადალახა და ნებისმიერი მეტოქისთვის მზად არის.

„წინა მატჩში მე ის ნაადრევად გამოვიყვანე, რადგან ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ეს ყველაფერი თავის დაზღვევაა, გლეისონი გუნდის დასახმარებლად სრულ მზადყოფნაშია. ბრემერს ჯერ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ის თავისი მაქსიმუმისგან ძალიან შორს არის და იმედი ამქვს, მას პოტენციალის მაქსიმუმის მიღწევაში დავეხმარები.

„აჯიჩი ? ვასილიე გამორჩეული ტალანტის მქონე ფეხბურთელია. მას არ ეშინია რისკზე წასვლის, აქვს შესანიშნავი დარტყმა, მოედნის ხედვა და ტექნიკა. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და გარკვეულ ასპექტებში, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღებაში მოსამატებელი აქვს, მაგრამ ჩვენ 19 წლის ბიჭზე ვსაუბრობთ. ჩემთვის აჯიჩი ხელშეუხებელია, მას აქვს პოტენციალი, გახდეს ტოპ დონის ფეხბურთელი.

„ლოკატელის პროგრესი ? ლოკატელი ამტკიცებს, რომ ის იუვენტუსის კაპიტანის სამკლაურს იმსახურებს. ის სერია ა-ში მოდრიჩის შემდეგ პროგრესული და მნიშვნელოვანი პასების სტატისტიკაში არის საუკეთესო, მანუელი ფეხბურთის ჩემებურ ხედვაში შესანიშნავი ნახევარმცველია, გუნდის დაბალანსებასა და ორივე ფაზაში თავისი წვლილის შეტანის მხრივ ის საუკეთესოა. ბევრისთვის ლოკატელის რეალური მნიშვნელობის დანახვა რთულია, არის გარკვეული ასპექტები, რომლებიც სტატისტიკებში არ აისახება, მაგრამ ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მატჩიდან მატჩამდე უმატებს.

„ცხრიანის პოზიცია ? დევიდი სულ უფრო უმატებს და გუნდს უკეთ უგებს, ოპენდას განსხვავებული მახასიათებლები აქვს, ისინი ერთმანეთს ავსებენ, ჩვენთვის ასეთი მრავალფეროვნება შეტევაში მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული მომენტი განსხვავებულ გამოსავალს მოითხოვს.

„სატრანსფერო ფანჯრა ? ზამთრის სატრანსფერო ფანჯრა ყოველთვის განსხვავებულია. იანვარში ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია, იანვარში ძირითადად ეძებ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდს რაღაც განსხვავებულს შემატებენ და არჩევანის შესაძლებლობას მოგცემენ. ამ მხრივ ჩემთვის კაბალისა და კოსტიჩის მწყობრში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სკამიდან სხვადასხვა პოზიციის გაძლიერება შეუძლიათ.

„ილდისი ? ფეხბურთელი არის გამორჩეული, როდესაც გუნდთან ერთად თამაში შეუძლია და როდესაც გამორჩეული მახასიათებლები აქვს, კენანი ამ ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კენანი თანამედროვე სტილის ფეხბურთელია, ახლა მხოლოდ ერთ პოზიციაზე კონცენტრირება საკმარისი აღარ არის, ილდისს შესანიშნავად შეუძლია როგორც გარემარბის, ასევე შემტევი ნახევარმცველის და ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაში, ის გუნდს ეხმარება დაცვაში, არის ფიზიკურად ძლიერი. მან ერთი სავარჯიშო სესია გამოტოვა, მაგრამ ხვალინდელი ამტჩისთვის მზად არის.

„კონსეისაუ ? ის შემადგენლობაში ბრუნდება, მაგრამ ჯერჯერობით 90 წუთი თამაშისთვის მზად არ არის.”

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !