TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი ბონუჩის ან ბარძალის იუვენტუსში დაბრუნებას ითხოვს

ლუჩიანო სპალეტი თავისი სტაფის შეკრებაზე მუშაობას აგრძელებს და იტალიელ სპეციალისტს გუნდში იუვენტუსის ერთ-ერთი ლეგენდის ხილვა სურს.

Rai Sport-ის ინფორმაციით, სპალეტიმ გუნდის ხელმძღვანელობას ლეონარდო ბონუჩის ან ანდრეა ბარძალის დაბრუნება სთხოვა.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის იუვენტუსში დაბრუნების მეტი შანსი ბარძალის აქვს, რადგან ბონუჩი იტალიის ნაკრების სტაფის წევრია და პარალელურად სამწვრთნელო ლექციებს ესწრება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

168 views
error: დაცული კონტენტი !