სპალეტი:“ ბოლონია ძლიერია, წინ რთული მატჩი გველოდება“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ბოლონიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ელკანის სიტყვები (იხილეთ აქ) ? მე გუნდში ახლახანს მოვედი, მაგრამ ვიცი, თუ რამდენად დიდი ისტორია აკავშირებს მას და მის ოჯახს გუნდთან და რამდენად დიდ რესურსებს დებს იუვენტუსის წარმატებაში.
„ბრემერი და რუგანი ? რუგანი მეტ-ნაკლებად მზად არის და თუ დაგვჭირდა, მას გარკვეული პერიოდი თამაში შეუძლია, ბრემერს რაც შეეხება, მისი ტრავმების სიტუაციის ფონზე ჩვენ მოვლენების დაჩქარება არ გვინდა და რისკზე წასვლას არ ვაპირებთ.
„4-მცველიანი სქემა ? დიახ, ამ საითხზე ვმუშაობ, მაგრამ თითოეულ მატჩს თავისი სცენარი აქვს და ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
„ბოლონია ? მათ ბოლო წლებში შესანიშნავი გუნდი ააშენეს, მიაღწიეს გამორჩეულ შედეგებს და ნებისმიერი მეტოქისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენენ. მათ არავისი ეშინიათ და თავიანთ ძლიერ მხარეებს კარგად იყენებენ. ჩვენ რთული შეხვედრა გველოდება და მზად უნდა ვიყოთ.
„კონსეისაუ ? ის უკეთესი უნდა იყოს როგორც შეტევით ფაზაში, ასევე დაცვაში. ამას ვამბობ იმიტომ, რომ შიკოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მას გაცილებით მეტი გოლის გატანა შეუძლია, ამისთვის კი უფრო სტაბილური უნდა იყოს. კონსეისაუ ძალიან მოტივირებული და მონდომებულია, რაც ძალიან მახარებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
