სპალეტი:“ იუვენტუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უდიდესი პასუხისმგებლობაა“
ლუჩიანო სპალეტიმ იუვენტუსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ Juventus Creator Lab-ის პოდკასტ Small Talk-თან ისაუბრა.
„გრძნობა Allianz Stadium-ზე იუვენტუსის მწვრთნელის ამპლუაში პირველად მოსვლის შემდეგ ? კარიერაში ეს მომენტი ბევრჯერ მქონია, მაგრამ იუვენტუსის სტადიონზე პირველად მოსვლა სრულიად განსხვავებული ემოცია იყო. აქ ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ, ყველა შენ გიყურებს, შენს გადაწყვეტილებას ელოდება. შენ აქ მოსვლის უბრალოდ სტადიონზე არ შემოდიხარ, შენ ამ დიდებული გუნდის ისტორიის ნაწილი ხდები და ისტორიის მომდევნო გვერდების დაწერაში ეხმარები.
„ახალი კონტრაქტი ? ახალი კონტრაქტის გაფორმება ყველა კომპონენტის ერთად მუშაობის დამსახურებაა. ჩვენ ახლა ერთმანეთს გაცილებით კარგად ვიცნობთ, ერთად გატარებული გასული თვეები ფუნდამენტალურია, ახლა ჩვენ ერთიანი მომავლის დაგეგმვა გაცილებით მარტივად შეგვიძლია, რადგან ერთმანეთის, ჩვენი ამბიციებისა და მოლოდინების უკეთ გვესმის. ვიცი, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, მე ამისთვის მზად ვარ.
„მე აქ მოსვლის დღიდან ძალიან ორგანიზებული, მოტივირებული, მუშაობას და განვითარებას მონდომებული გუნდი დამხვდა, რამაც ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაამარტივა. ჩვენ მზად ვართ, განვითარებისთვის და მაღალი მიზნების საბრძოლველად საჭირო მსხვერპლი გავიღოთ.
„რომელ მომენტს გამოვარჩევ იუვენტუსში მოსვლის შემდეგ ? ეს არც თუ ისე პოზიტიური, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტია. როდესაც ჩვენ გალათასარაისთან ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, მაგრამ მთელი სტადიონი ტაშს გვიკრავდა, რადგან ქომაგებმა ნახეს, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად ლამაზი მომენტი იყო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
