სპალეტი:“ მეორე ტაიმი სრულიად მიუღებელია, ჩვენ ასე თამაში არ გვეკადრება“
ლუჩიანო სპალეტის კომენტარი ჯენოასთან მატჩის შემდეგ.
„არის თუ არა ცუდი მეორე ტიამი გადაღლილობის ბრალი ? არა, მე ფეხბურთელებს 2 დღე დასვენების შესაძლებლობა მივეცი, ამ შეხვედრას ჩვენ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციაში შევხვდით. ისინი მეორე ტიამში უბრალოდ დასეირნობდნენ და სტანდარტულებს ელოდებოდნენ. ზოგჯერ ჩვენ ჩვენი თავის ამ ვერსიას ვირჩევთ, რომელიც ჩვენს რეალურ პოტენციალს არ ასახავს. ეს მიუღებელია, ჩვენ ასე თამაში არ გვეკადრება.
„ვლაჰოვიჩი და პერინი ? ორივე მათგანს წვივის პრობლემა აქვთ. ვნახოთ, რამდენად მძიმეა მათი ტრავმები.
„კონსეისაუ ? შიკოს ზოგჯერ მეტოქის წნეხის ქვეს თამაში უჭირს. თუ ის ამ პრობლემას გადალახავს, ის კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდება. კონსეისაუს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მას გარკვეულ ასპექტებში, მათ შორის კონკრეტულ მომენტებში გადაწყვეტილების მიღებაში მუშაობა მართებს. ის ერთი ერთზე თამაშისას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
