სპალეტი:“ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჯერჯერობით იუვენტუსის მძიმე მაისურის ტარებას კომფორტულად ვერ ახერხებენ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კრემონეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა თუ გვსურს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩავერთოთ, ძალიან ბევრი მუშაობა გვმართებს. ჩვენ ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ მათი უმეტესობა გავანიავეთ, რაც ხშირ შემთხვევაში ქულებს დაგვკარგვინებს და ამ ასპექტზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.
„კოპმეინერსის პოზიცია ? დღეს მას ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა მე მისი დაცვაში დაყენებით სხვა გეგმა მქონდა. მინდოდა, რომ როდესაც ბურთი ჩვენ გვქონდა, ტეუნი ამოწეულიყო შეტევაში მეტად ჩართულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ საჭიროდ დომინანტურები არ ვიყავით, კოპმეინერსს შეტევაში ხშირად ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა. მისი თანაგუნდელებთან კომუნიკაცია, სწორი შენიშვნების მიცემა და ლიდერის თვისებების საკუთარ თავზე აღება ძალიან მომეწონა.
„გუნდის ფიზიკური კონდიციები ? მე გუნდი ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციაში დამხვდა, რის გამოც ტუდორს მადლობას ვუხდი. გარკვეულ მომენტებში ჩვენ იუვენტუსის ისტორიული წნეხის გამო გვიჭირს, გარკვეული ფეხბურთელები ჯერ კიდევ ვერ მიეჩვივნენ ამ მაისურის ტარებას, რაც სრულიად გასაგებია, იუვენტუსში თამაშს დიდი მენტალური წნეხი ახლავს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
