სლოტი ლივერპულში კოპმეიენრსის გაფორმებას განიხილავს
ლივერპული იუვენტუსის ნახევარმცველის ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერით ინტერესდება.
ალფრედო პედულას ცნობით, სქაუზერთა რიგებში ნიდერლანდელი ფეხბურთელის ხილვა პირადად არნე სლოტს სურს. სლოტი და კოპმეიენრსი ერთად ალკმაარის რიგებში მუშაობდნენ და ნიდერლანდელი სპეციალისტი ტეუნის ინგლისურ გრანდში ხილვის წინააღმდეგი არ იქნება.
იუვენტუსი თავის მხრივ კოპმეიენრსის გაყიდვაზე უარს არ იტყვის, ბიანკონერი მის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
