TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

Sky: გასპერინის იუვენტუსში დაბრუნება სურს

ცნობილი გამოცემა Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ჯან პიერო გასპერინის ზაფხულში იუვენტუსში დაბრუნება სურს.

იტალიელი სპეციალისტი ატალანტას რიგებს 2016/17 წლების სეზონში შეუერთდა და მას შემდეგ ლა დეა სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა, პროცესში ქალღმერთებმა ევროპა ლიგის მოგებაც შეძლეს.

წყაროს ცნობით, გასპერინი მიიჩნევს, რომ მისი დრო ატალანტაში დასრულდა და სეზონის ბოლოს სავარაუდოდ გუნდს დატოვებს. მას კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს, სადაც ახალგაზრდულ სექტორში თითქმის 10 წელი გაატარა და იმედი აქვს, ამჯერად ძირითადი გუნდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

error: დაცული კონტენტი !