TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სკირა:“ დანილო იუვედან წასვლასთან ახლოს არის, ვლაჰოვიჩი ?…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვლაჰოვიჩი ? თუ ის არ თამაშის ხარისხს არ გამოასწორებს, ზაფხულში კიეზას მსგავსი სიტუაცია იქნება და იუვე სეზონის ბოლოს უკეთესი ფორვარდის გაფორმებას ეცდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუ ის საკუთარ თამაშს გამოასწორებს და ახალ კონტრაქტს გააფორმებს, დუშანის გუნდში დარჩენა ჯერ გამორიცხული არ არის.

„ჯონათან დევიდი ? თუ ის ლილთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ჯუნტოლი კანადელის გაფორმებას აუცილებლად ეცდება. დევიდი დიდებული ფორვარდია, მას არც თუ ისე მაღალი ხელფასი აქვს, ამიტომ იუვენტუსისთვის იდეალური კანდიდატია. კრისტიანო მის გაფორმებას 2 წლის წინ ნაპოლიშიც ცდილობდა.

„დანილო ? ვფიქრობ, ჩვენ ისტორიის დასასტულთან ვართ, მე ამას გასულ ზაფხულშიც ვწერდი. ბრაზილიელი არ არის ფეხბურთელი, ვინც ტიაგო მოტას სქემაში ჯდება.“