TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოფიციალურად: სკანავინო იუვენტუსს ტოვებს

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის აღმასრულებელი დირექტორი მაურიციო სკანავინო ტურინული გრანდის რიგებს ტოვებს.

იუვენტუსის დირექტორთა ბორდი აღნიშნულ გადაწყვეტილებას 7 ნოემბერს, დირექტორების შეკრებაზე დაადასტურებს.

სკანავინომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა:

„3 წლის წინ, მე ამ ძალიან პრესტიჟულ სამსახურს დავთანხმდი და გუნდის წევრი კრიტიკულ პერიოდში გავხდი. ჩვენი მიზანი პირველივე დღიდან ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნება და მოედანზე ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება იყო. გუნდის მფლობელების დახმარებით, დირექტორებმა და კოლეგებმა ამ წლების განმავლობაში არაერთი რთული გამოწვევა დავძლიეთ და გუნდს სტაბილურობა დავუბრუნეთ.

„მე ამ უნიკალურ ემოციებსა და მომენტებს ყოველთვის პოზიტიურად გავიხსენებ, რომლებიც შესანიშნავ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან, დირექტორებთან და სტაფთან ერთად გამოვიარე. დღეს როგორც არასდროს, მე იუვენტუსის მომავალს უდიდესი თავდაჯერებულობით ვუყურებ და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი უახლოეს პერიოდში ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან გვერდს დაწერს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !