სიტის ახალი წინადადება იუვეს ლუისის თაობაზე…
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა მანჩესტერ სიტისგან დუგლას ლუისის თაობაზე ახალი წინადადება მიიღო.
წყაროს ცნობით, ქალაქელები ბიანკონერის ბრაზილიელი ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას სთავაზობენ, მისი შემდგომში 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
იუვენტუსი თავის მხრივ ამ წინადადების მიღებას არ აპირებს და ლუისის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ მისი 40-45 მილიონად გამოსასყიდი პუნქტი სეზონის ბოლოს სავალდებულო იქნება.