TuttoJuve

Juve per sempre sarà

სიტი ლუისის ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული წყაროების ცნობით, მანჩესტერ სიტი იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის ტრანსფერით ინტერესდება.

Birmingham Live-ს ცნობით, იუვენტუსი იანვარში ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე გუნდმა ბიანკონერის შესაბამისი წინადადებით მიმართა, თუმცა სიტი ამ მომენტისთვის ლუისის იჯარით გაფორმებას განიხილავს, იუვე კი მისი არენდით გასხვისებას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსში რთული სტარტის მიუხედავად, ტიაგო მოტა ლუისის მიმართ ნდობას ინარჩუნებს და მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის.

31 views
error: დაცული კონტენტი !