TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა მხოლოდ კამბიაზო და სავონა, სიტი იუვენტუსის კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდება

ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერ სიტიმ ნიკოლო სავონასა და ანდრეა კამბიაზოს შემდეგ ინტერესი იუვენტუსის კიდევ ერთი ფეხბურთელის მიმართ დააფიქსირა.

გამოცემა Sportwitness-ის ინფორმაციით, ქალაქელები ბიანკონერის კარის დარაჯის მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერით ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, დი გრეგორიო იუვენტუსში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება და ამ მომენტისთვის მისი გაყიდვა არც კი განიხილება.

error: დაცული კონტენტი !