TuttoJuve

Juve per sempre sarà

სილვა სიტის იანვარში არ დატოვებს, იუვე მის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბერნარდო სილვას იუვენტუსში გადასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამორიცხულია.

პორტუგალიელი პეპ გუარდიოლასთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია, ამიტომ ის სეზონის ბოლომდე ინგლისში დარჩება და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დი მარციოს თქმით, იუვენტუსი სილვას აგენტთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს და მის უფასოდ გაფორმებას ზაფხულში ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !