სილვა იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება
იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
31 წლის პორტუგალიელმა მანჩესტერ სიტის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება გადაწყვიტა და მის უფასოდ გაფორმებას არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი ცდილობს.
Tuttomercato-ს ცნობით, სილვას აგენტი მოლაპარაკებებს რამდენიმე გუნდთან აწარმოებს. იუვენტუსს იმედი აქვს, პორტუგალიელთან საერთო ენას მომდევნო კვირებში გამონახავს, თუმცა მისი გაფორმება მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში ურთულესი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
