სილვა ბენფიკაში დაბრუნებას არ აპირებს
პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, ბერნარდო სილვა ზაფხულში ბენფიკაში არ დაბრუნდება.
ბენფიკა იუვენტუსის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მოიაზრებოდა, მაგრამ წყაროს ცნობით, სილვას ჯერჯერობით მშობლიურ გუნდში დაბრუნება არ სურს და ტოპ ჩემპიონატებიდან ერთ-ერთში თამაში აქვს გადაწყვეტილი.
სილვა იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება, მაგრამ მისი გაფორმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
