TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შტუტგარტის მწვრთნელი:“ იუვენტუსი ისტორიული და უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია…“

ტიაგო მოტას შემდეგ (იხილეთ აქ), იუვენტუსი – შტუტგარტის მატჩის წინ კომენტარი მეტოქე გუნდის თავკაცმა სებასტიან ჰოენესმა გააკეთა.

„იუვენტუსთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს, ეს ისტორიული გუნდია, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული. ვიცი, რომ მათ ‘ბებერ ქალბატონს’ ეძახიან და ამ გუნდის რიგებში ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ.

„მე ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით ვუყურებდი ზიდანის, დელ პიეროს, ფერარას და სხვა გამორჩეული ლეგენდების თამაშს, მათი ტრადიციები წარმოუდგენელია.

„ხვალ რთული მატჩი გველოდება, იუვეს სუსტი წერტილები ფაქტობრივად არ აქვს და ყოველთვის ბურთის გაკონტროლებას ცდილობს, მაგრამ ჩვენ ამის მარტივად გაკეთების საშუალება არ უნდა მივცეთ და მომენტები მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ.

„ჩვენ უნდა ვიყოთ გამბედავები და ვეცადოთ, ამ მატჩით დიდი სიამოვნება მივიღოთ.“