შესნის მიმართ ინტერესი კიდევ ერთმა არაბულმა გუნდმა გამოთქვა
ალ-ნასრში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ვოცეხ შესნის ტრანსფერით ამჯერად ალ-იტიჰადი ინტერესდება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, არაბული გუნდი გამოცდილი კარის დარაჯის ძიებაშია და გუნდის ხელმძღვანელობა არჩევანს შესნისა და მანჩესტერ სიტის ედერსონს შორის აკეთებს.
შესნი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ბიანკონერი მისი 5-6 მილიონ ევროდ გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.