TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნიმ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

იუვენტუსის უკვე ყოფილმა კარის დარაჯმა ვოიცეხ შესნიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

იუვენტუსმა პოლონელ კარის დარაჯთან კონტრაქტი, რომელიც მომდევნო ზაფხულში იწურებოდა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და კომპენსაციის სახით 34 წლის ფეხბურთელმა 4 მილიონი ევრო მიიღო.

შესნის მსურველები როგორც ევროპაში, ასევე არაბეთსა და ამერიკაში მრავლად ჰყავდა, თუმცა შესნის დარწმუნბა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო და პოლონელმა 34 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

შესნიმ კარიერაში საკლუბო დონეზე 548 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან მან 252-ჯერ იუვენტუსის მაისურით ითამაშა და კარის მშრალად შენახვა 103-ჯერ შეძლო.