TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სერია ა-ს პრეზიდენტი:“ დელ პიერო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე ? ალექსი დიდებული ადამიანი და ჩემპიონია…“

Lega Serie A-ს პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ ალექს დელ პიეროს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„დელ პიერო ყველას მოსწონს, ის გამორჩეული ჩემპიონი და დიდებული ადამიანია, ვის მიმართაც გულგრილი ვერ დარჩები.“

იტალიური მედიის ცნობით, დელ პიეროს კანდიდატურა გუნდებსა და სერია ა-ს სხვა წარმომადგენლებს შორის პოპულარობას იკრებს და დიდია ალბათობა, პინტურიკიომ მომდევნო წელს გასამართ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

error: დაცული კონტენტი !