სერია ა ჩემპიონთა ლიგის დამატებითი ადგილის განაღდებასთან ახლოს არის
გასული სეზონის მსგავსად, ევროპის ტოპ ჩემპიონატები ჩემპიონთა ლიგის დამატებითი სლოტისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში დამატებით ადგილს ის 2 ჩემპიონატი მიიღებს, რომლებიც მიმდინარე სეზონს რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე დაასრულებენ.
იტალიის სერია ა 15.312 ქულით ამ მომენტისთვის მე-2 პოზიციაზე იმყოფება, ესპანეთთან კომფორტული უპირატესობა აქვს და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი ადგილის მოპოვების 77-პროცენტიანი შანსი აქვს.