სერბეთის მწვრთნელი:“ ვლაჰოვიჩი მოედანზე მარტის დასაწყისში დაბრუნდება“
სერბეთის ნაკრების ფიზიკურმა მწვრთნელმა დუშან ილიჩმა დუშან ვლაჰოვიჩის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„ვლაჰოვიჩი სარეაბილიტაციო პროცესს პოზიტიურად აგრძელებს და ვფიქრობ, ის მოედანზე მარტის დასაწყისში დაბრუნდება.
„მისი მომავალი ? არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, მაგრამ ვფიქრობ, დუშანი საბოლოო ჯამში ბარსელონაში ითამაშებს. მისი ტრანსფერით წარსულში ატლეტიკო ინტერესდებოდა, მაგრამ მაშინ დუშანმა იუვენტუსი არჩია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
