TuttoJuve

Juve per sempre sarà

სენესი იუვენტუსს უახლოვდება

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსსა და მარკოს სენესის აგენტს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.

28 წლის არგენტინელი მცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და ტურინული გრანდი მასთან პრე-კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს, რაც სეზონის ბოლოს ზედმეტ კონკურენციას თავიდან აარიდებს.

იუვენტუსი არგენტინელს 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონს სთავაზობს. ტურინულ გრანდს კონკურენციას რამდენიმე ევროპული გუნდი უწევს, მაგრამ ამ მომენტისთვის იუვე გამოკვეთილი ფავორიტია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !