სელტას მინგეზას სანაცვლოდ 10 მილიონის მიღება უნდა
მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, სელტა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ოსკარ მინგეზას გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.
ესპანელის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მის სანაცვლოდ მიღებული თანხის 50 პროცენტი ბარსელონას ეკუთვნის, ამიტომ სელტა 26 წლის მცველის 10 მილიონზე ნაკლებად გაყიდვაზე ამ მომენტისთვის უარს ამბობს.
იუვენტუსის წინადადება 4-5 მილიონი ევროა და ჯერჯერობით ბიანკონერი შეთავაზების გაუმჯობესებაზე უარს ამბობს. თავად ფეხბურთელს იუვენტუსში გადასვლა სურს და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
