სავონას იუვენტუსში დარჩენის იმედი აქვს
ინგლისური გუნდები, მათ შორის ვულვზი ნიკოლო სავონას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ, თუმცა იტალიელ ფეხბურთელს სხვა გეგმები აქვს.
Tuttosport-ის ცნობით, სავონას ტურინულ გრანდში დარჩენა და გუნდში ადგილის დამკვიდრება სურს, ვულვზის წინადადების მიღებას კი, რომელიც მას გაცილებით მაღალ ხელფასს სთავაზობს, არ ჩქარობს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ნიკოლოს გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
