სავონას აგენტი:“ ნიკოლოს ტრანსფერით არაერთი გამორჩეული გუნდი ინტერესდება“
ნიკოლო სავონას აგემტნა დაადასტურა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, მისი კლიენტის იუვენტუსიდან წასვლა გამორიცხული არ არის.
„ჩვენ იუვენტუსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს ვაწარმოებდით და გუნდში კომოლის მოსვლამ არაფერი შეცვალა, ნიკოლომ გუნდთან ახალი კონტრაქტი სიამოვნებით გააფორმა.
„მისი გუნდიდან შესაძლო წასვლა ? ნიკოლოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, მათ შორის სავონას გაფორმებით გამორჩეული გუნდები ინტერესდებიან. სატრანსფერო ფანჯარაზე რა მოხდება არავინ იცის, მაგრამ ნიკოლო იუვენტუსში ბედნიერია.“