სავონა სეზონის სტარტისთვის მზად იქნება
სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, იუვენტუსის ლაზარეთიდან პოზიტიური ცნობები ვრცელდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნიკოლო სავონამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და იტალიელი ფეხბურთელი სეზონის სტარტისთვის მზად იქნება.
ნიკოლოს ძირითადში ხილვა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ის დიდი ალბათობით გუნდის განაცხადში მოხვდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
