TuttoJuve

Juve per sempre sarà

სავონა იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

იუვენტუსი ნიკოლო სავონას ახალ კონტრაქტზე მუშაობს და იტალიელი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში გუნდთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

22 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2029 წლის ზაფხულში იწურება, ახალი ხელშეკრულების მიხედვით ის ტურინულ გრანდში 2030 წლამდე დარჩება და მისი გასამრჯელო 1.2 მილიონამდე გაიზრდება.

ახალი კონტრაქტის მიუხედავად, სავონას გაყიდვა გამორიცხული არ არის, თუ ტურინული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის სანაცვლოდ 25-30 მილიონიან წინადადებას მიიღებს.

56 views
error: დაცული კონტენტი !