TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სავონა:“ იუვენტუსთან ახალი კონტრაქტის გამო ბედნიერი ვარ“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ნიკოლო სავონამ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მსოფლიო ჩემპიონატი ? ჩვენ ამ ტურნირისთვის აქტიურად ვემზადებოდით, კარგად ვივარჯიშეთ და რთული მატჩებისთვის მზად ვართ. ასეთი რანგის ტურნირზე თამაში ძალიან კარგი შეგრძნებაა, დამღლელი სეზონის მიუხედავად, ჩვენ ერთი სული გვაქვს, თუ როდის მოვა ჩვენი თამაშის დრო.

„ჩემი პირველი სეზონი იუვეს ძირითად გუნდში ? მე მქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ბედნიერი ვარ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ძირითად გუნდთან ერთად სადებიუტო სეზონში ამდენი სათამაშო დრო მომეცემოდა.

„ალ-აინი ? ჩვენ ნებისმიერ მეტოქეს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მათ დაუფასებლობა არ შეიძლება. მეტოქე კარგად შევისწავლეთ და შეხვედრისთვის მზად ვართ.

„ახალი კონტრაქტი ? მე იუვენტუსის რიგებში 8 წლიდან ვარ, ეს ჩემი სახლია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი თავგადასავალი გრძელდება.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !