სავონა:“ იუვენტუსი ყოველთვის ჩემი სახლი იქნება“
იუვენტუსის უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლო სავონა გუნდს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, ნიკოლო იუვენტუსის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში 8 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, ის ფორესტში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
„გამომშვიდობების დრო მოვიდა. გასული 14 წელი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო, იუვენტუსმა ჩემი ბავშვობის ოცნებების ახდენის საშუალება მომცა.
„მე მადლიერი ვიქნები ყველა იმ ადამიანის, ვისთან მუშაობის ბედნიერებაც ამ წლების განმავლობაში მქონდა: მწვრთნელები, დირექტორები, სტაფი და ჩემი თანაგუნდელები, რომლებთანაც მე ნამდვილი მეგობრობა მაკავშირებს, რომელსაც ყოველთვის გულით ვატარებ.
„იუვენტუსი იყო და ყოველთვის იქნება ჩემი სახლი, თუმცა როგორც ყველა სიყვარულის ისტორია, ჩვენი ისტორიაც აქ სრულდება.
„მე ყოველთვის შავ-თეთრი ვიქნები, Fino Alla Fine, FORZA JUVE!”
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
