TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სასუოლოს დირექტორმა ბერარდის გაყიდვა არ გამორიცხა

სასუოლოს გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნის დომენიკო ბერარდის გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა.

„ახლა დომენიკოს პრიორიტეტი ტრავმის მოშუშება და მოედანზე დაბრუნებაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბერარდის თაობაზე უახლოეს პერიოდში წინადადებებს მივიღებთ, რომელსაც ფეხბურთელთან ერთად შევაფასებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.“

იტალიური წყაროების ცნობით, ნეროვერდის იტალიელი გარემარბის სანაცვლოდ 15 მილიონის გამომუშავება სურს. დომენიკო ამ მომენტისთვის იუვეს პრიორიტეტი არ არის, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ჯუნტოლიმ შესაძლოა მისი გაფორმება ხელსაყრელი თანხის სანაცვლოდ სცადოს.