სასუოლო კონეს სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს
სასუოლოს ნახევარმცველი ისმაელ კონე ზაფხულში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
23 წლის ფეხბურთელი ნეროვერდის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება.
SportItalia-ს ცნობით, ამ მომენტისთვის სასუოლო კანადელს 30 მილიონად აფასებს, თუმცა მის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, ფეხბურთელის ფასიც მომდევნო კვირებში დიდი ალბათობით გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
