TuttoJuve

Juve per sempre sarà

სანჩომ ბეშიქთაშიც უარით გაისტუმრა და იუვენტუსის მოლოდინშია

იტალიელი ჟურნალისტის მიკელე დე ბლაზისის ინფომაციით, ჯეიდონ სანჩო კვლავ იუვენტუსის მოლოდინშია და გასულ კვირებში რამდენიმე გუნდი გაისტუმრა უარით.

წყაროს ცნობით, მის გაფორმებას გასულ დღეებში ბეშიქთაშიც ცდილობდა, თუმცა ინგლისელმა თურქები უარით გაისტუმრა და იუვენტუსში გადასვლის იმედი აქვს.

ტურინული გრანდი ჯეიდონის მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ პირველ რიგში ნიკო გონსალესის გაყიდვა მოუწევს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

76 views
error: დაცული კონტენტი !