სანჩომ იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩო იუვენტუსში ტრანსფერს დათანხმდა.
La Stampa-ს ცნობით, დღეს სანჩოს აგენტსა და იუვენტუსის წარმომადგენლებს შორის ვიდეო შეხვედრა გაიმართა და ინგლისელმა ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
მოლაპარაკებები გრძელდება მანჩესტერ იუნაიტედსა და იუვენტუსს შორის, ტურინულ გრანდს ფეხბურთელის იჯარით გაფორმების იმედი აქვს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)