TuttoJuve

Juve per sempre sarà

სანჩო იუვენტუსის სიაში რჩება

ცნობილი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩო ტურინული გრანდის სატრანსფერო სიაში რჩება.

წყაროს ცნობით, ფიორენტინადან ნიკო გონსალესის ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ ერთი გარეამრბის დამატებას გეგმავს და გუნდის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ინგლისელი ფეხბურთელია.

ამ მომენტისთვის სანჩოს ტრანსფერი ფინანსური სიტუაციის გამო რთული წარმოსადგენია, თუმცა თუ იუვენტუსმა ფედერიკო კიეზას გაყიდვა შეძლო, ბიანკონერი ინგლისელის გაფორმებას ეცდება.

error: დაცული კონტენტი !