TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩო მანჩესტერის განაცხადს მიღმა დარჩა

მანჩესტერ იუნაიტედი ცოტა ხანში ბრაიტონს დაუპირისპირდება და წითელი ეშმაკების განაცხადში ჯეიდონ სანჩო არ გახლავთ.

იუვენტუსი ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და მისი გუნდის განაცხადში არყოფნა კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ სანჩო უახლოეს დღეებში გუნდს დატოვებს.

ბიანკონერი ფეხბურთელის 1-წლიან იჯარაზე მუშაობს, მისი შემდგომში 35-40 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.