სალიჰამიჯიჩი იუვენტუსის სპორტული დირექტორის პოსტზე ფავორიტი კანდიდატია
იუვენტუსი ახალი სპორტული დირექტორის ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ჰასან სალიჰამიჯიჩი ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალურად განიხილება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის ტურინულ გრანდში ხილვა პირადად ჯორჯო კიელინის სურს.
ბაიერნის ყოფილი სპორტული დირექტორი თავისუფალი აგენტია და იუვენტუსს მისი გაფორმება უპრობლემოდ შეეძლება.