საკლუბო მუნდიალის გამარჯვებული მაისურზე სპეციალურ ნიშანს მიიღებს…
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი სპეციალურ ნიშანს მიიღებს, რომლის ტარება გუნდს მომდევნო ჩემპიონატამდე – 2029 წლამდე შეეძლება.
შეგახსენებთ, ჩემპიონატი სტარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში 14 ივნისს აიღებს.