TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საკი:“ იუვენტუსს ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავს, მაგრამ…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ იუვენტუსში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„წლების შემდეგ, იუვენტუსს სათავეში არა ტაქტიკოსი, არამედ სტრატეგი უდგას. მწვრთნელი, რომელიც ბურთის ფლობაზე, დომინაციაზე, ქომაგებისთვის სანახაობის მიცემასა და შედეგებზეა ორიენტირებული.

„მე ტიაგოს ბოლონიაში შევხვდი, სადაც სამწვრთნელო სესიას დავესწარი და მე მოხიბლული დავრჩი. იუვენტუსს ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელიც განვითარების პროცესშია და როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია, თუმცა აშკარაა, რომ ბიანკონერის რიგებში ხარისხიანი ფეხბურთელები და ძალიან კარგი მწვრთნელია, ჩვენ მათ დრო უნდა მივცეთ.“