TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საკი:“ იუვეს პსვ-სთან ძალიან რთული დაპირისპირება ელოდება“

ლეგენდარულმა იტალიელმა არიგო საკიმ სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსსა და პსვ-ს შორის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეხვედრა ტურინში Allianz-ზე ხვალ, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. მატჩის ლინკები ტრადიციულად დაიდება ჩვენს Telegram-ზე.

„ნიდერლანდური გუნდების წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის. კოლექტიური ფეხბურთის თამაში მათ DNA-შია და თანამედროვე სტილი სწორედ ნიდერლანდური გუნდებიდან მოდის.

„პსვ იუვენტუსს ძალიან დიდ სირთულეებს შეუქმნის, მათ ერედივიზიაში 5-დან 5 მატჩი მოიგეს, შესანიშნავი სტარტი აქვთ და ტურინში ამბიციური მიზნებისთვის ჩავლენ.

„იუვენტუსს კარგი სტარტის შემდეგ გარკვეული პრობლემები აქვს, მათ ემპოლისთან და რომასთან მატჩებში ძალიან დაბალი ტემპი აჩვენეს, მაგრამ მოტას გუნდი შექმნის პროცესშია, მათ ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავთ და დროთა განმავლობაში იუვე გაცილებით უკეთესი გახდება.

„მჯერა, რომ კარგი და ცუდი მომენტები იუვენტუსს აუცილებლად ექნება, ეს განვითარების გარდაუვალი პროცესია. მაგალითისთვის კოპმეინერსი, მან ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა, თუმცა ეს სრულიად ნორმალურია, ის იუვენტუსში ახლახანს გადავიდა და ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

„იმედი მაქვს, პსვ-ს წინააღმდეგ ვლაჰოვიჩი ნაკლებად იზოლირებული იქნება და მას მეტ მომენტს შეუქმნიან.

„საერთ ჯამში, ფავორიტის დასახელება მიჭირს, ეს თანაბარი და საინტერესო მატჩი იქნება.“