საკი:“ იმედი მაქვს, ზიდანს იუვენტუსის სათავეში ვიხილავთ“
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი ზინედინ ზიდანის სიტყვებს გამოეხმაურა (იხილეთ აქ), ვინც იუვენტუსის მწვრთნელის პოზიციაზე მუშობა არ გამორიცხა.
„ზიდანი იუვენტუსში ? მისი რეალი ყოველთვის ძალიან მომწონდა, ბლანკოსი ზიდანის ხელში შეტევაზე ორიენტირებულ, დომინანტ ფეხბურთს თამაშობდა და გასაკვირია, რომ ასეთი შესანიშნავი გუნდის შემქმნელი ამდენი ხანი უსაქმოდ არის.
„გამოგიტყდებით, იმედი მაქვს, ზიდანი ერთ დღეს იუვენტუსს ჩაიბარებს. მან ტურინში ბევრი რამ ისწავლა, ის ტოპ ფეხბურთელი სწორედ ბიანკონერის რიგებში თამაშის დროს გახდა და ჰყავდა ისეთი დამრიგებელი, როგორიც მარჩელო ლიპია. მისი იუვენტუსის სათავეში ყოფნა როგორც ტურინუელებისთვის, ასევე სრულად სერია ა-სთვის კარგი იქნება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
